რეზონანსი
30.07.2023

"ამ წუთას პოლიციამ ბათუმის პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა. ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენ ქვეყანაში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ბატიაშვილი წერს და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა. პორტთან აქციის გამართვას კი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპირებენ გვიან ღამითაც. ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან იწყებენ და დილის 07:00 საათზე გემს დახვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×