რეზონანსი
30.07.2023

ულამაზესი ბუნება, ისტორიული შენობა-ნაგებობები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და მრავალფეროვანი დასვენების საშუალება. საქართველო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში ლიდერია და რუკაზე გამორჩეულ ადგილსაც იკავებს. სამთო და საზღვაო კურორტები, ეგზოტიკური ნატურა, გასტროკულტურა და სხვა მრავალი - ეს არის ის, რითაც მილიონობით უცხოელ ვიზიტორს საქართველო იზიდავს და დაუვიწყარ დღეებს უქმნის.

ის, რაც ყველას უყვარს. გართობა, დასვენება, განსხვავებული-ეგზოტიკური ადგილების მონახულება - საქართველო ამის შესაძლებლობას წელიწადის ოთხივე სეზონზე გვაძლევს. წელს უკვე საქართველოს სამი მილიონი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 76%-ით აღემატება.

ზაფხულის სეზონი გამორჩეულია საზღვაო კურორტებზე. აჭარის რეგიონი,ამ პერიოდში, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო განსაკუთრებულად დატვირთულია. რეგიონი ახალ გამოწვევებს, ინფრასტრუქტურის განახლებით და სტუმრებისთვის, ახალი - განსაკუთრებული შესაძლებლობებით იძლევა.

ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის, პირდაპირი ავიაფრენების დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესია. სამივე საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ფრენები, შარშანდელთან შედარებით, რამდენჯერმეა გაზრდილი და პანდემიამდელ ნიშნულს უტოლდება. ჯამში - ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა და მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლა ევროპიდან, ისრაელიდან და სხვა რეგიონებიდან - ტურიზმის სექტორში შემოსავლების უპრეცედენტო ზრდას განაპირობებს.

ზაფხულის სეზონის ტურისტული პიკი წინაა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი, სწორედ აგვისტოში ჰყავს, თუმცა მრავალფეროვანი ბუნება და განტვირთვის განსხვავებული საშუალებები - საქართველოში ვიზიტორების ჩამოსვლას ოთხივე სეზონზე უზრუნველყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×