რეზონანსი
30.07.2023

„იმედის კვირა" „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე ბაჩო დოლიძეს ესაუბრა. პარტიის წევრი „ნაცმოძრაობაში" ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა.

„არ მგონია ლევანს [ხაბეიშვილს] გასჩენოდა სურვილი, ან იდეა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი მოეყვანა საგარეო მიმართულებით. შესაბამისად, [ეს გადაწყვეტილება] ნაკარნახევია კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები. რას მოიტანს ეს ყველაფერი - ვნახავთ", - ამბობს დოლიძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სამი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭება და უკრაინასთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×