რეზონანსი
13.07.2023

კობახიძის თქმით, სამართალდამცველების სწორი ნაბიჯების დამსახურებით 8 ივლისს არცერთი ადამიანი დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მაღალი რისკი არსებობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ძალადობა ყოფილიყო თავიდან აცილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის მადლობა და არ მგონია ეს შეფასება სწორი იყოს, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხრიდან. დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, პრაიდის ფესტივალზე, 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, სადაც აცხადებს, რომ ექსტრემისტების ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×