რეზონანსი
13.07.2023

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საკითხი არ იყო ამ მხრივ რამენაირად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, სამიტის კომუნიკეში საქართველოს შესახებ გაკეთებული ჩანაწერით არაფერი დაზიანებულა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები უცვლელად შენარჩუნდა.

„რეფორმებისკენ მოწოდება კი ერთგვარი სტანდარტული მოწოდება, პროცესია, რომელიც მუდმივად გასავლელი აქვთ და რეფორმებთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს ახალ-ახალი ზღვრები, რომელთა გადალახვაც ასპირანტ ქვეყნებს უწევთ ხოლმე. თუ შევხედავთ უკრაინას, „მაპი" კი ამოიღეს, მაგრამ მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ომის დასრულების შემდეგ განიხილება უკრაინის საკითხი და იქაც ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ დაისვა რამდენიმე პოლიტიკური საკითხი - ღრმა დემოკრატიული რეფორმები უკრაინაში და კორუფციის წინააღმდეგ ფუნდამენტური ბრძოლა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×