რეზონანსი
08.07.2023

მივესალმებით შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის” დირექტორის, მაია ტაბაღუას გადაწყვეტილებას, არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია ე.წ. პრაიდფესტივალის ორგანიზატორებს, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ განცხადებაში. მათივე თქმით, აღნიშნული არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება.

„ქალბატონმა მაიამ, განცხადებაში ხაზი გაუსვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გაზრდილ რისკებს, რაც ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია გარყვნილების და სიკვდილის იდეოლოგიის საჯარო დემონსტრირება/პროპაგანდირება. საზოგადოების რეაქცია არ იყო რთულად პროგნოზირებადი, სამწუხაროა რომ ამ დრომდე დასაშვებად მიაჩნდა ვინმეს მსგავსი მასშტაბის LGBT ფესტივალის ჩატარება, საზოგადოებრივი მღელვარების გარეშე.

ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ნაც-ლიბერალებისგან მოსალოდნელია ბულინგი და წნეხი იმ მესაკუთრეების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ერთადერთ კეთილგონივრულ გამოსავალს.

საზოგადოებრივი მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბება „ლისი ვანდერლენდის” მიმდებარედ 13:00 საათზე! ეს არის გამარჯვება, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს!

საქართველოში LGBT პრაიდ-ფესტივალი არ ჩატარდება!!!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×