რეზონანსი
08.07.2023

9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით მისი მამინაცვლის მამა დააკავეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც თვითმხილველმა, რუსკა მჭედლიძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კაცმა ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვნების თვალწინ წააქცია და მას წიხლები ურტყა. თავდაპირველად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

ბრალდებებს უარყოფს 9 წლის ბიჭისა და დაკავებული მამაკაცის ოჯახი. როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ განუცხადა, მის შვილზე არც მამამთილის და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრის მხრიდან, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს არ ჰქონია.

რუსთავის პოლიციამ საქმეზე რამდენიმე თვითმხილველი გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×