რეზონანსი
07.07.2023

როგორც ხაბეიშვილმა, „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა, აღნიშნული ინციდენტები ადასტურებს იმას რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" ეშინია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი, რომელიც მეგობრულად იქნება განწყობილი მათ მიმართ.

„ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და კოლექტიური პუტინისტები „ნაციონალურ მოძრაობაზე" სხვანაირად რომ საუბრობდნენ, ეს გამიკვირდებოდა და ვიფიქრებდი, რომ პრობლემა გვაქვს. ისინი წლებია ასრულებენ „ნაციონალურ მოძრაობას".

სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეა, როცა საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას" მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი. ვერ მეტყვით რომელიმე ქვეყანას, რომელიც მეგობრულად არის განწყობილი რუსული პარტიის მიმართ. მეტიც, სადაც იყვნენ გაერთიანებულები - "სოციალისტურ პარტიაში", იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოსი რუსული დიქტატურაა, რომელიც დამყარებულია რუსი ოლიგარქის პირობებში.

რუსულ პარტიასთან ბრძოლა რთულია, როცა მათთან საუბარს აზრი არ აქვს. გუშინ საგარეჯოში პენსიონერებს ვესაუბრებოდი, ისინი ქვებს ისროდნენ. მანამდე, კასპში ვესაუბრებოდი პენსიონერებს, კიდევ ქვებს ისროდნენ. უფრო ადრე, გარდაბანში მოსახლეობას ვხვდებოდი , ჩემი ავტომობილის საბურავების დაჭრით იყვნენ დაკავებულები.

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით დაგვანებონ ამ „სუსტებს" თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს ადასტურებს იმას,რომ მათ ეშინიათ.

ჩვენ ხალხზე მაღალი წარმოდგენის ვარ და არ მგონია, რომ ქვის სროლა იყოს ნორმალური დამოკიდებულება ქართველებს შორის",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რა იგებს ამით „ქართული ოცნება" , ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ამით უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, „თითქოს ხალხი უპირისპირდება".

„რუსები ესენი არიან, რუსულ კანონებს ესენი იღებენ, ხალხ ძარცვავენ და თურმე ხაბეიშვილის მისდევს ხალხი",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×