რეზონანსი
07.07.2023

რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევის გარეშე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რომელიც საქართველოში ჰყავს - საქართველოს მთავრობის ყოველგვარი თანხმობის გარეშე - და შეწყვიტოს [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების] აღიარება და მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო თამაშობს ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი [საქართველოს] ერთგულება. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება დღის წესრიგის სათავეში, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×