რეზონანსი
03.06.2023

ევროკავშირში რუსეთის იმპორტის წილმა მიმდინარე წლის მარტში 3.8 მილიარდი ევრო შეადგინა, - აღნიშნულ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე იმპორტის წილი რუსეთიდან 9.5 პროცენტიდან 1.9 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 2022 წლის მარტის 22 მილიარდი ევროდან, 2023 წლის მარტში 3.8 მილიარდ ევრომდე დაეცა.

ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი რუსეთთან, რომელმაც 2022 წლის მარტში 18.4 მილიარდ ევროს მიაღწია, 2022 წლის დეკემბერში 6.1 მილიარდ ევრომდე დაეცა და 2023 წლის მარტში 0.2 მილიარდ ევროს შეადგენდა.

2023 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობის ბალანსში დეფიციტი 11.3 მილიარდი ევრო იყო. 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ქიმიური ნივთიერებების სავაჭრო ბალანსი გაიზარდა 1.1 მილიარდი ევროთი და 3.7 მილიარდ ევრომდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×