რეზონანსი
31.05.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას ჰქონდა შედარებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო.

მისი აზრით, ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც ისევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.

"რა განცხადებებიც გააკეთა ვივარაუდე და ჩემი პროგნოზი ასეთი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი ჰქონდა, ეს მოიტანა ხალხის აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ.

ოღონდ ერთი უნდა დავამატო - ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე თუ სხვაგან, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა.

ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×