რეზონანსი
27.05.2023

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთს, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს - დაუსწრებლად, რადგან მან გამოძიების ცნობით, მკვლელობიდან სამ დღეში ქვეყანა დატოვა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამი ბრალდებულიდან ორს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ერთს კი დანაშაულის დაფარვას.

როგორც დღევანდელ აღკვეთის პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულისგან განიცდიდნენ მუქარას, დანაშაული კი, შიშის გამო დაფარეს.

საქმის პროკურორის თქმით, დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში, ურთიერთშელაპარაკების დროსაა ჩადენილი. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ლონდონში სწავლობს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივლისისთვის ჩაინიშნა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×