რეზონანსი
26.05.2023

4 თვის წინ გაუჩინარებული რუსთაველი ბიჭი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდაა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი თელავის მუნიციპალიტეტში მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააბეტონეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს წყარო უყვება, ბიჭს სავარაუდო დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა, ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს.

ბრალდებულმა 4 თვის შემდეგ დანაშაული თავად აღიარა.

ფაქტთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×