
ძლიერი ქარმა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს დიდი პრობლემები შეუქმნა, აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, იგი მომდევნო ორი დღის განმავლობაში იქროლებს. ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.
ქარი 1-ლი აპრილისთვის შესუსტდება და 2 აპრილს სრულად ჩადგება.