რეზონანსი
29.03.2023

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

„ძვირფასო ფბ-მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო" ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო", ვწერ: გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ-მინისტრი 2009-2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული", - წერს გილაური Facebook-ზე.

პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც გაწევრიანდებიან ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×