რეზონანსი
29.03.2023

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესს საბოტაჟი გამოუცხადა, რაც ვერ გათეთრდება - ახლა რაც არ უნდა ისაუბრონ, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გამოცხადებული საბოტაჟი უკან ვერ იქნება წაღებული, ეს ვერ გამართლდება და პოლიტიკურად შეფასდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციამ რუსული საქმე გააკეთა, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ჩაერთო და პროცესს საბოტაჟი გამოუცადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" სადმე რაიმე ფორმატში მონაწილეობას მიიღებს, კარი დახურული არავისთვის იქნება.

"მობრძანდნენ და მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. ეს ორი პარტია რადიკალიზაციას ეწევა და სამწუხაროდ, დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით. მათი ინტერესი არ არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ პოლარიზაციისთვის სივრცეს 12-პუნქტიანი გეგმა უტოვებს. ყოველ ჯერზე სპეკულაციებით არიან გამორჩეული. როცა ეს საკითხი ამოიწურება, დამერწმუნეთ, ამ ექსტრემისტულ პოლიტიკურ ჯგუფებს სასიცოცხლოდ სალაპარაკო თემა არ ექნებათ. ამიტომ არიან ჩაჭიდებული 12-პუნქტიან გეგმას, რათა როგორღაც ამით ისარგებლონ, სპეკულაციები განავითარონ და აღქმები გააღვივონ, თითქოს რაღაც არ სრულდება. ორიენტირებული არიან, რომ პროცესი გაიწელოს და გადავადდეს, რათა თვითაქტუალიზაციას მიეცნენ და რაღაც სალაპარაკო ჰქონდეთ - ისინი საკითხს სახელმწიფოებრივად არ უდგებიან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×