რეზონანსი
29.03.2023

„ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, როდესაც, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები უმჯობესდება, ის უარს აცხადებს ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ჩარევაზე.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ქრონიკასთან" სატალეფონო ჩართვის დროს განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყო.

„მისი სასიცოცხლო პარამატრები ნორმის ფარგლებში რჩება. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება კუნთებს, რა თქმა უნდა ადინამიურია, ადამიანი ძირითადად წევს და შესაბამისად ამიტომ შევთავაზეთ პროცედურები: ელექტოფორეზი, მასაჟი და ელექტროსტიმულაცია. როგორც კი დადებითი შედეგისკენ წამოვიდა, მაშინვე უარი განაცხადა ამ მკურნალობის გაგრძელებაზე", - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×