რეზონანსი
29.03.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა.

დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული პირი, 2022-2023 წლებში, „ფეისბუქის" მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.

ასევე 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა მამაკაცმა დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×