რეზონანსი
28.03.2023

უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, მაინცდამაინც იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×