რეზონანსი
27.03.2023

როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, რადგან ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, ქალთა დარღვეული უფლება ამ შემთხვევაში სპეკულანტურად არის გამოყენებული და თემას ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანებზე ძალადობა. განსაკუთრებით, ქალბატონებზე ძალადობა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ყველა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და თუ გადავხედავთ ჩვენ პრაქტიკას, თუ როგორ ხდება დღეს ქალბატონების უფლებების დაცვა, მით უმეტეს, ძალადობის შემთხვევაში, ვნახავთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი გვაქვს განცდილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის ქალბატონებზე ძალადობის ფაქტებით მანიპულირება და გამოყენება - მე ახლა ამ შემთხვევის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ადამიანთან, ამ შემთხვევაში, ქალბატონთან დაკავშირებული საკითხის ჩვეულებრივად პოლიტიკური გამოყენება ხდება. როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, იმიტომ რომ ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება".

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!" , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×