რეზონანსი
27.03.2023

ფილოსოფოსი და პოლიტიკური ექსპერტი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელშო შვეიცარიული ბანკის, "კრედიტ სუისის" ირგვლივ არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ბანკი რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახის ხელში გადადის, რომლებმაც მისი თქმით, ჯერ ამერიკაზე, შემდეგ კი მთელ ევროპაზე მოიპოვეს კონტროლი.

შათირიშვილის თეორიით, ეს ოლიგარქები ფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენების დასამყარებლად იყენებენ. "კრედიტ სუისის" აქციების ფასის 100-ჯერ გაუფასურების ფონზე, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული ბანკი თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია "ბლექროკი" უწევს კოორდინაციას. ამ კონტექსტში შათირიშვილი საქართველოში ლიბერალური იდეოლოგიის მხარდამჭერებსაც აკრიტიკებს.

„ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზნების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორის საუბარია მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაზე. ამ მიზანს ემსახურება ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. თითოეული ეს იდეოლოგიური ხაზი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის ბრჭყვიალა შირმით არის შენიღბული.

გარდა ამისა, ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის.

ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი - აგენტოკრატია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების მორალური სტერილიზაცია. სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ევროპას, პირადად ჩემთვის თანდათანობით სულ უფრო ცხადი ხდება. ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან... ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი? მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი," - წერს შათირიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×