რეზონანსი
26.03.2023

როგორც არლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას" განუცხადა, 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს

მან არასამთავრობო სექტორს ამოფარებულ იმ პირებზე ისაუბრა, რომლებსაც პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვთ და ამ მიზნით არასამთავრობოებს აფუძნებენ, მიღებულ დაფინანსებას კი სხვა მიზნებით იყენებენ.

„გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა არასამთავრობო სექტორში ამ ადამიანების შეფარებამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მედიას წინა ხელისუფლების პოლიტიკური დამნაშავეების მედიამენეჯერებად მონათვლამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ასევე საერთო პოლიტიკურ პროცესს იმან, რომ ეს ადამიანები არცერთ კონკრეტულ როლს არ ასრულებენ სრულფასოვნად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თანამოქალაქეებს - 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×