რეზონანსი
26.03.2023

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, იარაღის უკმარისობის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია.

მეგრელიშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს განადგურებას.

„საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს! ჩვენი ერი არ უნდა გადაშენდეს! დიახ, სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს.

ნუთუ კიდე არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება?

ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს აღგვას პირისაგან მიწისა, თუმცა იქამდე დიდი სირთულეების გადალახვა გვიწევს, რომ საბოლოოდ გავიდეთ სამშვიდობოს.

ღმერთმა ქნას, უკრაინელი ერი მოეგოს გონს და მოსთხოვოს პასუხი მათი ქვეყნის გამანადგურებლებს!"- წერს მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×