რეზონანსი
26.03.2023

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გამოცემა Politico თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელობას, რასაც თურქეთი მოლაპარაკებების გზით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ანიჭებს", - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატში.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პოზიტიური პოზიციისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×