რეზონანსი
26.03.2023

აშშ-ის მისისიპის და ალაბამას შტატებში ძლიერი ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. მისისიპის შტატის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქი როლინგ ფორკი თითქმის მთლიანად განადგურდა.

მისისიპის შტატს ტორნადო შუაღამისას დაატყდა თავს, როდესც მოსახლეობას ეძინა და განგაშის სიგნალი არ გაუგიათ.

სტიქიის შედეგად დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.

მისისიპის შტატის გუბერნატორი ტეიტ რივზი სილვერ სიტისა და ვაინონაში ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია ქარიშხალი ალაბამასა და ჯორჯიას შტატების ზოგიერთ ნაწილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×