რეზონანსი
18.03.2023

შესაძლოა, მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე შემცირდეს, - ამის შესახებ „თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა მზადაა მონეტარული პოლიტიკის შერბილებისთვისაც, რადგან მომდევნო 12 თვის ინფლაციის პროგნოზი დამაიმედებლად გამოიყურება.

„ვფიქრობთ, რომ მარტსა და აპრილში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება - მარტში, 6%-მდე, აპრილში კი 5%-მდე. ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მომწიფდა, ისევ და ისევ იმ არგუმენტით, რომ განაკვეთი და სხვა ღონისძიებები წარსულ ინფლაციას, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის. მთავარია, თუ როგორია მომდევნო თორმეტი წლის პროგნოზი და ამ მხრივ, ინფლაციის პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია", - ამბობს ოთარ ნადარაია „Bm.ge-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×