რეზონანსი
17.03.2023

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და 16 მარტს დიდ დი­ღომ­ში, სა­დაც 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ბავ­შვი სა­თა­მა­შოდ იყო გა­სუ­ლი და გა­უ­ჩი­ნარ­და. შუ­ა­ღა­მეს ვნა­ხეთ „გა­რა­ჟებ­თან", გა­გუ­დუ­ლი, ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი ჰქონ­და... იქვე ნა­ღე­ბი­ნე­ბი იყო, სა­ხე­ზე კი მიწა ჰქონ­და. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვი იმ მი­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას?! ან რა­ტომ ჰქონ­და ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი უნდა დად­გინ­დეს! რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა?!" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია ambebi.ge - სთან.

„გამოვიდა გუშინ საღამოს, ნათესავთან ერთად, ისეირნეს. მოწამვლა ხომ არ იყო?! - ღებინების კვალი უნახავთ, თუმცა, ჩვენ სხვანაირად გვეუბნებიან, გვაგიჟებენ, რომ ბავშვს ვიღაცამ რაღაც...", - აცხადებს მოზარდის ბაბუა „მთავარ არხთან" საუბრისას.

მო­ზარ­დის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი გუ­შინ, პეტ­რი­წის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­კარ­გა. ბო­ლოს ის ამა­ვე ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, სკვერ­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე შე­ნიშ­ნეს, გვი­ან ღა­მით კი, სკვე­რი­დან მო­შო­რე­ბით, ბნელ ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×