რეზონანსი
17.03.2023

წუხელ საღამოს, დაახლოებით 11 საათზე დიდ დიღომში 12 წლის გოგონა დაიკარგა. როგორც კი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცრლდა, მოზარდს მთელი თბილისი ეძებდა.

ცოტა ხნის წინ თვითმხილველებმა ტრაგიკული ინფორმაცია გაავრცელეს, 11 გოგონას გადარჩენა, რომელიც უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, საუბედუროდ, ვერ შეძლეს.

მოზარდი პეტრიწის ქუჩაზე, სკვერთან აიპოვეს. ამ წუთებში გარდაცვალების სხვა დეტალები უცნობია, ადგილზე ექსპერტიზას ელოდებიან.

უფრო მეტ დეტალზე წერს მომღერალი ნუკი კვალიაშვილი:

,,დიდი დიღომი, პეტრიწის მიმდებარედ 23 საათისთვის გაუჩინარდა 12 წლის ბავშვი , რაც წეღან დავდე, როგორც დაიწერა ბავშვი იპოვეს უგონოდ ხეებში ჩაფლული, რაგბის სტადიონთან , რასაც წერენ 25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდათ მაგრამ გული ვერ აუმუშავეს, სავარაუდოდ ბავშვი გაგუდეს რადგან ქალის კივილის ხმა ისმოდა რომელიც ყვიროდა ბავშვი გამიგუდესო, აქ ემოციებს ვერ დავწერ გაყინული ვზივარ და უბრალოდ ვისაც აინტერესებდა მგომარეობა იმათ ვატყობინებ, სიტყვები არ მაქვს არ ვიცი ძალიან ძალიან ცუდად ვარ… გთხოვთ მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან…”

ჯგუფში ,,დიდი დიღომი” ადგილობრივები წერენ, რომ გოგონა, სავარაუდოდ, თოკით არის დამხრჩვალი და რომ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა სასწრაფო ბავშვის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. ,,სამარისებული სიჩუმეა და დედის გულის გამგმინავი ტირილი ისმის მხოლოდ…” – წერენ ჯგუფში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×