რეზონანსი
06.03.2023

მოწევა კლავს! მოწევა ცუდია ჯანმრთელობისთვის... ძალიან კარგად ვიცით, თუმცა მავნე ჩვევისთვის თავის დანებება მწველებისთვის მარტივი არ არის.

ჭკვიანი მოწყობილობა, რომელზეც ამჟამად მუშაობენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მწეველთათვის ნამდვილი ხსნა გახდეს, თუკი ისინი მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტენ.

ყელსაბამი, სახელად SmokeMon-ი, ამჟამად შედგება მარტივი ცისფერი ყუთისგან, რომელშიც სითბოს აღქმის ტექნოლოგია იმალება; დროთა განმავლობაში შეიძლება მისი ზომაც შემცირდეს და მოდურ გულსაბნევად იქცეს, რომელიც თითქმის ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს.

თუ მწეველი ხართ, ალბათ უკვე იცით, რომ ეს ქცევა არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ, არამედ თქვენი გარშემომყოფებისასაც, პოტენციურად მომავალი თაობისასაც.

იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც სიგარეტის მოწევას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე აქვს, ამ ჩვევის მოსაშლელად ახლა მრავალი მეცნიერულად მხარდაჭერილი მეთოდი არსებობს. სპეციალისტები აქტიურად სწავლობენ თავის დანებების მსურველ მწეველთა ქცევებს და შესაბამისად, ხვეწენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რჩევებს.

მეთვალყურე მოწყობილობაზე აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ; მათი მიზანია მწეველებისთვის თავის დანებებაში დამხმარე მოწევის ჩვევების გაცნობიერების გზით.

„მრავალი ადამიანი, ვინც მოწევაზე თავის დანებებას ცდილობს, ამას დღეში 1-2 ღერის მოწევით ცდილობს. ამ გზით შესაძლებელია რაიმეს სწავლა, იმის გაცნობიერებით, რომ მარცხი არ განიცადონ. იმისათვის, რათა მოწევის კვლავ დაწყება თავიდან ავიცილოთ, შეგვიძლია დავიწყოთ მათი ყურადღების გადატანა იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ გამომწვევ ფაქტორებსა და ლტოლვას", - ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარი ნაბილ ალშურაფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×