რეზონანსი
06.03.2023

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი დარწმუნებული ვარ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ამიტომ მე ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ.

მე მესმის, რომ ეს ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს. მით უმეტეს, როცა ჩვენი ყველა მეგობარი დელიკატურად გვირჩევს, რომ არ არის საჭირო.

დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება შეიკავებს თავს ამ კანონის მიღებისგან.

თუ მიიღეს ეს კანონი, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები

ამბობს NCDC-ის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×