რეზონანსი
06.03.2023

ჩანს, რასაც გიხდიან იმიტომ, რომ ცალ ფეხზე დგახართ, კუბილიუსი როცა გეტყვის, მაშინ დადგები ორ ფეხზე, - ასე მიმართა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეს.

აღნიშნულს მათ შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ხელი ჩაწიე და ზრდილობიანად მესაუბრე",- მიმართა ბურჯანაძემ ხუნდაძეს.

დიმიტრი ხუნდაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან.

„საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომელი ორგანიზაცია რა გრანტს იღებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და არა მალულად. თუ ასე გაქვთ დასამალი, ე.ი. მართლა არის გამოსააშკარავებელი. ნუ გეშინიათ იმის, რომ საზოგადოებამ იცოდეს. როცა სცენიდან მხარდაჭერას სთხოვთ, უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მისგან მხარდაჭერას, დამსახურებულად უნდა გამოგიცხადოთ და არა ის, ვინ, რამდენს გიხდით",- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, ის, თუ რამდენს უხდიან მას, დეკლარაციაში არის ასახული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×