რეზონანსი
06.03.2023

თქვენი აზრით, თქვენი კანონი, რომელსაც წარმოადგენთ, ყველაფერს აკეთებს თუ არა იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დასავლურ მიზნებს - ასე მიმართა პარტია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე "ხალხის ძალის" წარმომადგენელს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს.

იაგო ხვიჩიას კითხვა, ასევე შეეხებოდა კანონპროექტის მისამართით აგორებულ ბრალდებების ტალღას.

"თქვენი აზრით, თქვენი კანონი, რომელსაც წარმოადგენთ ყველაფერს აკეთებს თუ არა იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დასავლურ მიზნებს. თუ აკეთებს რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, თქვენი კანონის მიღებასა და ამ მიზანს შორის, რომელიც კონსტიტუციაშია გაცხადებული და რით უპასუხებდით იმ ბრალდებებს, რომლებიც ამ დარბაზშიც ისმის, ამ კონსტიტუციის ნორმასთან წინააღმდეგობის ფარგლებში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ამერიკულ კანონპროექტებს განიხილავენ.

სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა. ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე სიმშვიდეა, დარბაზში დეპუტატები მომხსენებელს კითხვებს უსვამენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×