რეზონანსი
04.03.2023

იმე­რე­თის ერთ-ერთი სო­ფელ­ში მეშ­ვი­დე კლა­სელ­მა მოს­წავ­ლემ ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის დე­ტა­ლებს „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" აა­ნონ­სებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მოს­წავ­ლემ ახალ­შო­ბი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო, რის შემ­დე­გაც ბავ­შვი მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს.

ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ჩვე­ნე­ბას, სა­დაც ის ჰყვე­ბა, რომ 11 წლის ასა­კი­დან მე­ზო­ბე­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლი ერ­თად აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. სო­ფელ­ში ყვე­ლა ამ­ტკი­ცებს, რომ მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლის ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი არა­ვინ იცო­და.

„ambebi.ge"-ს ინფორმაციით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 140-ე მუხ­ლი და 112-ე მუხ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლის სხე­ულ­ში და დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×