რეზონანსი
03.03.2023

დაცულობის, უსაფრთხოების რეიტინგი, საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება - საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. "კეთილდღეობის ინდექსი" ბრიტანეთის ანალიტიკურმა ცენტრმა, Legatum Institute გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2013-23 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა.

ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 კრიტერიუმით აფასებს. დაცულობისა და უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ რომ ქვეყანას, იგივე პოზიცია უჭირავს საინვესტიციო გარემოს პროგრესის მიმართულებითაც.

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებითაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, სახეზეა პროგრესი, რომელიც კეთიდღეობის მიმართულებით არსებობს. რეიტინგებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიიც ნაწილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, გაუმჯობესებული მაჩვენებლები მიუთითებს რომ მომავლში საქართველო საერთაშორისო კაპიტალის გაზრდილ რაოდენობას უნდა ელოდოს. ექსპერტები ამბობენ რომ მონაცემები დაკავშირებულია ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მის დაცულობაზეც.

"კეთილდღეობის ინდექსს" და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრი 2007 წლიდან აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×