რეზონანსი
03.03.2023

ვიცე-პრემიერის თქმით, მცხეთის ჯვარზე ფასადის რეაბილიტაცია დაიწყება სახელმწიფო სახსრებით. ამასთან, ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამ პროცესს დონორიც გამოუჩნდება. თეა წულუკიანის აზრით, ჯვრის თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესის პოლიტიზება ვეღარ მოხერხდა.

„იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ დავაზიანებინებ. ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვერც ერთი ჯვარი, ვერც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს ყვიროდნენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×