რეზონანსი
03.03.2023

ადვოკატმა ნიკა მემანიშვილმა საქართველოს ბანკის ზუგდიდი ფილიალის გახმაურებულ ძარცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესი დაგეგმა და განახორციელა სპეცსამსახურებმა, რათა გადაეფარათ მთელი რიგი საკითხები.

“არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა ბადრი ესებუამ. ამ საქმეში რაღაც ისეთი იმალება, რაც თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. შეგახსენებთ, როდის განხორციელდა ეს ქმედება, ეს მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. ამ საქმემ სოციალური და არჩევნების საკითხი სრულად გადაფარა. ეს ჩვენი შეფასებით იყო დადგმული სპექტაკლი და ეს არათუ საუკუნის ძარცვა, არამედ იყო საუკუნის „აფიორა“.

ბადრი ესებუამ, სამწუხაროდ, უარი თქვა, რომ მისი უფლებები დაგვეცვა ჩვენ. თუმცა მას აქვს ისეთი ინფორმაციები, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, თავდაყირა დადგება ყველაფერი და უფრო მეტიც, შეიძლება ძალოვანი უწყებებიც ჩამოშალოს. ახლა მის ოჯახზე ზეწოლა და ვაჭრობა მიმდინარეობს”, - განაცხადა "მეტრონომთან" ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×