რეზონანსი
03.03.2023

ადამიანურად, ძალიან გულდასაწყვეტი სხდომა იყო. ჯერ ის, რომ ოპოზიციამ მარტო ქალები დატოვა, სახე დაკარგეს, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ეს იყო სირცხვილი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განვითარებული მოვლენები, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობდა.

​„ეს ადამიანები (რადიკალური ოპოზიცია) ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ. დღეს იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია, ის 20 კაცი, ვინც აქციაზე უსტვენდა იყო ეკლესიის მაგინებელი. ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ყველას აქვს ღირებულებითი პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსთაველზე გააპროტესტეს. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, ადამიანები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×