რეზონანსი
02.03.2023

საქართველოს პარლამენტთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გიორგი პატარაია დააკავეს.

პატარაია პოლიციის მისამართით „მონებოს" სკანდირებდა.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გამოცემა ,,პუბლიკას" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს.

ზურა ვარდიაშვილთან ერთად პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ვანო მაღალაშვილი და ნიკა ნარსია დააკავა.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებს.

შსს-ს ამ დროისთვის, მხოლოდ აქციის 4 მონაწილის დაკავებას ადასტურებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×