რეზონანსი
02.03.2023

სიმბოლურია, ყველა პლაკატი დამატოვებინეს შემოსასვლელში, რაც შემომყვა, არის პარლამენტის ბიბლიოთეკის კალენდარი, რომელიც ეძრვნება იმ ხალხს, 100 წლის წინ რომ დაგვიხვრიტეს აგენტის ბრალდებით - დღეს საგარეო კომიტეტი დასავლეთს არქმევს აგენტს , - ამის შესახებ "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა საგარეო საქმეთა კომიტეტჯს სხდომის დაოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის წყალგამყოფი, რადგან პოლიტიკურ დღის წესრიგს ცვლის ხელისუფლება.

"პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება. საგარეო კომიტეტი დასავლეთს არქმევს მტერს, ეს წყალგამყოფია და უნდა გავიაზროთ, რატომ გვაქვს ამდენი ემოცია. უფრო მეტად ყოფენ საზოგადოებას, სწირავენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთს ეძახონ აგენტები, ეს მტრის ინტერესშია, ხოლო დასავლეთს უმრავლესობა არქმევს აგენტებს და ეუბნება - მე ეჭვი მაქვს, რომ შენ ცუდად ზემოქმედებ ჩემს ქვეყანაზე, ამას აკეთებს საგარეო საქმეთა კომიტეტი, პრინციპების დონეზეა ეს სწორედ მნიშვნელოვანი, მერე მუხლობრივ განხილვაში შესვლას აზრი არ აქვს. მე არ ვაპირებ, რადგან სამარდება ჩვენი მომავალი და ადამიანების ბედი. ძალიან სიმბოლურია, რომ ყველა პლაკატი დამატოვებინეს შემოსასვლელში და ერთადერთი რაც შემომყვა არის თავად პარლამენტის ბიბლიოთეკის მიერ დაბეჭდილი ძალიან კარგი კალენდარი, რომელიც ეძღვნება იმ ხალხს, 100 წლის წინ რომ დაგვიხვრიტეს აგენტის ბრალდებით, დღეს არის გურამ გაბისკირიას დაბადების დღე, რომელსაც მოუწია მტრისთვის მტრის ენაზე ეთქვა, "ნიკაგდა ვ ჟიზნე" და მართლა ბევრი ადამიანი წავა ამაზე, არ მოაწერს ხელს იმაზე, რაზეც ხელი არასდროს მოუწერია, არ შევა ის ხალხი აგენტების რეესტრში, ვინც აგენტი არასდროს ყოფილა. ხალხო, ასეთ ადამიანებს უკეტავენ გზას, რომ თქვენ დაგიცვან და "მოდიოდა სიკვდილი ცელით და დუმდა თბილისიო" , ეს ის დუმილია, რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ ამ შედეგამდე, ფიქრი და გაღვიძება ყველას სჭირდება - სად ვართ და რას ვაკეთებთ დღეს,"- განაცხადა კუპრაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×