რეზონანსი
26.02.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხატია დეკანოიძე უტევს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ მას ან წარმოდგენა არ აქვს, თუ რა კანონები მოქმედებს აშშ-ში, ანდა შეპყრობილი იმ იდეით, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოახდინოს „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტისა, ვეღარ არჩევს, ან კიდევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დაისახა მიზნად, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტზე ხვალიდან პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს. რიგით მეორე დოკუმენტი ამერიკული კანონის ასლია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ამის მიუხედავად, დოკუმენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა" სპეკულაციებს აგრძელებს. უკვე მეორე დღეა ხატია დეკანოიძე კანონპროექტს რუსულს უწოდებს და ითხოვს, რომ პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×