რეზონანსი
24.02.2023

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონის პროექტზე მუშაობს. რითეილერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის სოფიო ქაშაკაშვილის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ რეგულირება თამაშის წესებს და მარკეტინგულ გადასახადებსაც შეეხება, ბაზარზე ქსელური მარკეტები დარჩებიან, თუმცა განვითარება შეფერხდება.

,,ვერ ვიტყვით, რომ ერთი კონკრეტული მიზეზი არსებობს, რა ზრდის ფასს. უამრავი სხვადასხვა პატარა ჯაჭვია, რასაც ამ შედეგამდე მივყავართ. არსებობს კვლევა, სადაც ცხადად ჩანს, რომ რითეილის მარჟა ჯამში 20-30%-ს შეადგენს და არა მეტს. ეს უნდა განვიხილოთ კონკრეტული პროდუქციის მაგალითზე. მაგალითად, პირველადი დანიშნულების პროდუქციაზე მარკეტინგული გადასახადები მინიმალურია.

რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, სექტორი ცხადია, განაგრძობს მუშაობას, თუმცა საფრთხე შეექმნება სექტორის განვითარების ტემპს. ალბათ, საჭირო გახდება სამუშაო ძალის შემცირება. უფრო დეტალურ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან პროცესი ჯერ სამუშაოა, კანონპროექტი დამუშავების ეტაპზეა და არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კონტურები“, - განაცხადა ქაშაკაშვილმა ,,საქმეში“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×