რეზონანსი
24.02.2023

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის მორიგი პროვოკაციული განცხადება, რომელსაც დიპლომატისთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე".

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კასიანოვის ეს განცხადება მორიგი პროვოკაციაა.

„სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის გამიზნული მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა - საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? - რა თქმა უნდა, უნდათ და სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადებები ახალისებს ასეთი პროვოკატორების ქმედებებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×