რეზონანსი
24.02.2023

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ჩინეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩინეთს, როგორც მედიატორს, დიდი ნდობა არ აქვს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტალინში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმყოფება.

„ჩინეთს არ აქვს დიდი ნდობა, რადგან მათ ვერ შეძლეს უკრაინაში უკანონო ინტერვენციის დაგმობა. მათ ასევე ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეთანხმებას რუსეთთან უსაზღვრო პარტნიორობის შესახებ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა არა სამშვიდობო გეგმა, არამედ გარკვეული პრინციპები წარმოადგინა.

„ეს არის არა სამშვიდობი გეგმა, არამედ პრინციპებია, რომლებიც მათ გააზიარეს. თქვენ ისინი უნდა განიხილოთ კონკრეტულ ფონზე და ეს ფონი არის ის, რომ ჩინეთმა დაიკავა მხარე. მაგალითად, როდესაც ხელი მოაწერა უსაზღვრო მეგობრობას უკრაინაში რუსეთის ინტერევენციის დაწყებამდე", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩინეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად სამშვიდობო გეგმის საკუთარ 12-პუნქტიან ვერსიას აქვეყნებს, სადაც პირველივე პუნქტში ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობაზეა საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×