რეზონანსი
24.02.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი. ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო. ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში.

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.

„პირველივე დღეებიდანვე ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლიერება გამოვხატო როგორც პირადად პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციისადმი, ასევე სამაშველო ჯგუფისადმი, ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მთავრობისადმი ამ რთულ დღეებში თანადგომის გამოხატვისათვის. ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა და საქართველო მუდმივად გამოხატავდა თანადგომას," - აღნიშნა სულეიმან სოილუმ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×