რეზონანსი
18.02.2023

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მორიგჯერ მოწმობს იმას, რაც ყველამ ვიცოდით საქართველოში, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ალბათ უფრო მეტად არის საჭირო სააკაშვილის რეჟიმის დასახასიათებლად, რომ იქნებ როგორმე ევროპამ და დასავლეთმა გაიგოს, ვისთან ჰქონდა ქართველ ხალხს საქმე.

„ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები მართავდნენ ქვეყანას და ძალოვან სისტემას,​ ​ჩვენს ციხეებში ხდებოდა სისტემური დანაშაულები. აქ წამების ცალკეულ ფაქტებზე კი არ იყო საუბარი, არამედ ეს იყო არაერთი პატიმრის ყოველდღიური წამება, ანუ დანაშაული, რომელიც ახასიათებდა საკუთრივ სისტემას", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი" პრობლემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×