რეზონანსი
18.02.2023

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, გაგარინის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი ირაღით მიაყენეს.

დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განაცხადებით, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

"მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე და გრძელდება ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები", - აცხადებს პაატიშვილი.

ბრალდებულის სახით, უკვე დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×