რეზონანსი
15.02.2023

კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რადგან სიცრუეზეა დაფუძნებული და მას ვერ ექნება სერიოზული სახე.

„როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ, ბევრი წარმატება იყო, მიუხედავად სირთულისა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს მიღებას, მაგრამ ამ სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამას თავისი ახსნა აქვს, თუ რატომ გააკეთეს ეს - ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×