რეზონანსი
15.02.2023

მთავრობებისთვის ხელმისაწვდომმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი უნდა გახადონ COVID-19 პანდემიის წელს დასრულება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ თვეში, მთელ მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალებისა და შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, მის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა დავასრულოთ COVID-19 პანდემია წელს" , - განაცხადა გერბრეიესუსმა.

5 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში, მთლიანობაში, დაფიქსირდა Covid-ის 754 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 6.8 მილიონზე მეტი გარდაცვალება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×