რეზონანსი
15.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრებს „ქრონიკაში" გამოეხმაურა.

„ქართული საზოგადოება, ჩვენი ხალხი ძალიან კარგად აღიქვამს მოვლენებს და მისი მოტყუება, ფაქტობრივად შეუძლებელია. ხაბეიშვილიც, მერაბიშვილიც, მთელი „ნაციონალური მოძრაობა", მასთან დაკავშირებული აფელირებული პირები, ძალიან დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი საზოგადოება მოატყუონ და უთხრან, რომ თითქოს სააკაშვილს ციხეში ვინმე აწამებს. მოატყუონ ევროპა, ან იქ საკუთარი დასაყრდენის საშუალებით მოაწყონ სპეცოპერაცია დამნაშავე სააკაშვილის დახსნისა და ბოლომდე მიიყვანონ, რისი შანსი და საშუალებაც ფიზიკურად არ არსებობს. ერთია ის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სინამდვილე და რეალობა არის აბსოლუტურად სხვა და ის, რისი ჩვენებაც მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს სურთ მსოფლიოსთვის, არის აბსოლუტური ტყუილი. ეს საზოგადოებამ კარგად იცის და მეორე - ის, რომ მომავალი როდესაც არ გააჩნია პოლიტიკურ პარტიას, მისი ინტერაქცია ამომრჩეველთან შემოიფარგლება მხოლოდ წარსულით, ასეთი პოლიტიკური პარტიის დღეები დათვლილია", - განაცხადა მათიკაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×