რეზონანსი
07.02.2023

7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 7 თებერვალს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 7 თებერვალს, საღამოს 18:00 საათიდან 8 თებერვლის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავაზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას. ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორას დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას, მუხათგვერდის გზას.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×